ხშირად დასმული კითხვები
კარატული სისტემა გათვალისწინებულია მხოლოდ ოქროს შენადნობებისთვის. სინჯი კარატებში გვიჩვენებს სუფთა ოქროს ნაწილების რაოდენობას შენადნობის 24 ნაწილიდან. მაგალითად, 18კ სინჯი ნიშნავს, რომ შენადნობის 24 ნაწილიდან 18 მოდის სუფთა ოქროზე, ხოლო 6 ნაწილი ლიგატურაზე. თუ 18 გავყოფთ 24 – ზე, მაშინ მიიღება 0,75 ანუ 750 სინჯი მეტრული სისტემიდან. კარატულ სისტემაში არსებობს 9, 10, 14, 18, 24 კარატი
ჩვენთან შეგიძლიათ გადაიხადოთ visa /mastercard /amex ბარათით ან ინვოისის საფუძველზე
ვებ-გვერდზე განთავსებული სამკაულის ფოტოსურათები არის რეალური და ჩვენს მიერ გადაღებული.
მეტრული სისტემის მიხედვით სუფთა ძვირფასი ლითონის შემცველობა განისაზღვრება გრამების რაოდენობით ერთ კილოგრამ საიუველირო შენადნობში. მაგალითად, 585 სინჯის 1000 გ შენადნობში 585 გ მოდის სუფთა ოქროზე და 415 გ ლიგატურაზე (შენადნობებს რომლებსაც ოქროში ამატებენ).
მეტრულ სისტემაში არსებობს 375, 500, 585, 750, 950 და 999 სინჯები.