Continue with Facebook

Privacy Policy

პერსონალური ინფორმაციის გამოყენება

წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით „სანდო გოლდის“ არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც შპს „სანდო გოლდი“ მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით. ვებგვერდზე რეგისტრაციისას (ასევე შეკვეთის განხორციელების დროს), საიტზე განთავსებული სამომხმარებლო წესების და პირობების გაცნობითა და თანხმობით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით საიტზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ასევე ადასტურებთ რომ, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, რომ ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება თუ ნებართვა. „სანდო გოლდი“ იტოვებს უფლებას მომხმარებელთა მიერ ვებ-გვერდზე შეკვეთის განთავსებისას ან რეგისტრაციისას მიწოდებული პერსონალური მონაცემები გამოიყენოს „სანდო გოლდის“ სარეკლამო პოლიტიკის შესაბამისად მოხმარებელთათვის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის მიზნით. კომპანია უფლებამოსილია სიახლეებისა და განსაკუთრებული ფასდაკლებების შეთავაზების მიზნით ინახავდეს/ამუშავებდეს აღნიშნულ მონაცემებს, რომელიც კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მხოლოდ მითითებული მიზნისათვის (პირდაპირი მარკეტინგი) და მომსახურების გასაწევად გამოიყენება. თქვენ უფლებამოსილებას ანიჭებთ შპს "სანდო გოლდ"-ს და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენი კომპანიის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენს შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის, პირდაპირი მარკეტინგული, ასევე საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის. თქვენ ამასთან ერთად თანხმობას აცხადებთ დამუშავებული/მოპოვებული პერსონალური მონაცემები (მათ შორის "ქუქი" ფაილები) საჭიროების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე შპს "სანდო გოლდ"-მა გადასცეს მესამე პირებს. ამასთანავე, მესამე პირთა მიმართ ასევე მოქმედებს მკაცრი კონფიდენციალობის პოლიტიკა.   "ქუქი" ("cookie") ფაილების გამოყენების პოლიტიკა "cookie" – „ქუქი“ გახლავთ მცირე ზომის მონაცემი, რომელიც იგზავნება ვებ-გვერდის სერვერიდან მომხმარებლის პერსონალურ კომპიუტერზე, მობილურ ტელეფონზე,  ან სხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობაზე და ინახება ამ მოწყობილობის მყარ დისკზე. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებისას. ბევრ სხვა სასარგებლო დატვირთვასთან ერთად, იგი საშუალებას იძლევა შეინახოს და გადაამუშავოს ინფორმაცია მომხმარებლის და მისი მოწყობილობის ქცევის შესახებ, შენახული ინფორმაციის მეშვეობით ამოიცნოს მომხმარებელი და გააუუმჯობესოს შეთავაზებული სერვისი. ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარებით თქვენ ერთმნიშვნელოვნად აცხადებთ თანხმობას დამუშავდეს, მოგროვდეს და გაზიარდეს თქვენი ინფორმაცია "cookie" და სხვა მსგავსი ტექნოლოგიით. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, ჩვენ უნდა მივიღოთ თქვენგან თანხმობა "cookie"  ფაილების გამოყენების შესახებ. თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების გაგრძელება მიიჩნევა თანხმობად "cookie" ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებით.   სხვა წესები და პირობები წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს “სანდო გოლდი”-ს  sandogold.ge (შემდგომში „კომპანია“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ www.sandogold.ge ვებ-გვერდიდან მიტანის სერვისის გამოყენებას. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. www.sandogold.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას. www.sandogold.ge -ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას. ყველა კლიენტი/მომხმარებელი , რომელსაც სურს www.sandogold.ge -ზე აირჩიოს ნივთი და ადგილზე მიტანის სერვისით ისარგებლოს, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე.   1.განცხადებები და გარანტიები 1.1 წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ: 1.2. არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წელს გადაცილებული, სრულწლოვანი ფიზიკური პირი. 1.3. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს; 1.4. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;არაუფლებამოსილი პირის მიერ პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი თავად მიიჩნევა შემძენად (მომხმარებლად). 1.5. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები; 1.6. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი; 1.7. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში); 1.8. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან. 1.9. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული www.sandogold.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ www.sandogold.ge -სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული; 1.10. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს; 1.11. თანახმაა, შეკვეთის დაფიქსირებიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე ლეგიტიმური მიზნით, www.sandogold.ge -მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი აუცილებელი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები. 1.12. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს info@sandogold.ge-ზე ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა; 1.13. www.sandogold.ge ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია www.sandogold.ge -ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.   2.www.sandogold.ge-სა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება 2.1. კლიენტს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას. 2.2. უნაღდო ანგარიშსწორებისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია “სანდო გოლდი”. 2.3. კომპანია მომხმარებლებს უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით. 2.4. მყიდველი www.sandogold.ge-სთან ანგარიშსწორებას ახდენს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, AMERICAN EXPRESS,  VISA ან MASTERCARD-ის გამოყენებით.  
შპს "სანდო გოლდი"-ს ადმინისტრაცია