გააგრძელე Facebook-ით

ზოგადი წესები და პირობები

 ზოგადი წესები და პირობები

  1. ადგილზე მიწოდების დრო განისაზღვრება შემდეგნაირად: თბილისი - 1 სამუშაო დღე, რეგიონები - 2 სამუშაო დღე. 2. საქართველოს მასშტაბით ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა. 3. ნივთს მიიღებთ “სანდო გოლდის” ბრენდული, მაღალხარისხიანი შეფუთვით. 4. www.sandogold.ge საიტზე განთავსებული პროდუქციის შეკვეთის დამზადების დრო კომპანიისგან განისაზღვრება არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. 5. სპეციალური ანუ ექსკლუზიური ნაკეთობის შეკვეთის შემთხვევაში, დამზადების დრო განისაზღვრება ინდივიდუალურად, უშუალოდ კლიენტთან კონსულტაციის მეშვეობით და მისი ვადა არ აღემატება 10 სამუშაო დღეს.   6. საგარანტიო პირობები 6.1. კომპანია „სანდო გოლდის“ მიერ რეალიზებულ თითოეულ ნაკეთობას მოყვება ხარისხისა და ნამდვილობის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელშიც დატანილია ოქროს სინჯი და ძვირფასი ქვის მონაცემი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საიუველირო კომპანია „სანდო გოლდი“ პასუხს აგებს მის მიერ რეალიზებულ ნაწარმზე და გაძლევთ 1 თვიან გარანტიას საწარმო წუნზე; 6.2. გარანტია გულისხმობს სამკაულის შეკეთებას, მასზე აღმოჩენილი საწარმოო დეფექტის შემთხვევაში; 6.3. დეფექტის წარმომავლობის დასადგენად, კომპანია „სანდო გოლდი“ იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში დაიტოვოს დაზიანებული ნაკეთობა, მასზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად 7 სამუშაო დღის განმავლობაში; 6.4. საწარმო წუნის დადგენის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ კი ნაკეთობა ექვემდებარება შეკეთებას, კომპანია სრულიად უსასყიდლოდ შეაკეთებს მას 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო თუ ნაკეთობა არ ექვემდებარება შეკეთებას კომპანია შეგიცვლით მას 7 სამუშაო დღის განმავლობაში; 6.5. საწარმო წუნად არ ჩაითვლება სამკაულის უხეშად მოპყრობის შედეგად მიღებული დაზიანება რაც შეიძლება მოიცავდეს ნივთის ძირს დავარდნის შედეგად ამოვარდნილ ქვას და დაზიანებულ ზედაპირის იერსახეს; 6.6. საგარანტიო პირობებით სარგებლობისას აცილებლად უნდა წარადგინოთ შესაბამისი სამკაულის სერთიფიკატი/დოკუმენტი რომელიც მისი შეძენის დროს გადმოგეცათ ჩვენი კომპანიის თანამშრომლის მიერ.   7. ნივთის შეძენა და გადახდის წესი 7.1. მომხმარებელი www.sandogold.ge პლატფორმის საშუალებით შეძლებს განახორციელოს სასურველი სამკაულის შეკვეთა და მიიღოს იგი ზემოთ ნახსენები მთავარი წესების დადგენილებით;

7.2. ანგარიშსწორება შესაძლებელია VISA, Amex და Master Card  ბარათებით. შეკვეთის გაფორმებისას გადაიხდით ნივთის მთლიან ღირებულებას;

7.3. იმ შემთხვევაში თუ კი კომპანია ვერ დაიცავს მომხმარებლის მიერ შეკვეთილი ნივთის დამზადების ვადებს, იგი იღებს ვალდებულებას დაუბრუნოს თანხა მისსავე საბანკო ანგარიშზე;

7.4. “სანდო გოლდი“ მომხმარებელს  გადახდილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 3 სამუშაო დღის ვადაში;

7.5. კომპანია “სანდო გოლდი” იღებს ვალდებულებას, უკან დაიბრუნოს ნივთი თუ კი იგი არ შეესაბამება მომხმარებლის მიერ შეძენილი www.sandogold.ge-ზე განთავსებული სამკაულის ფოტოსურათს და უკან დაუბრუნოს მომხარებლის მიერ გადახდილი თანხა 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

  8. გაყიდული პროდუქციის დაბრუნებისა და შეცვლის წესი 8.1. გაყიდული პროდუქცია უკან არ ბრუნდება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტს ჰქონდა ქარხნული წუნი შესყიდვის მომენტში ან იგი არ შეესაბამებოდა მყიდველის მიერ www.sandogold.ge-ზე შეძენილი ნივთის ფოტოსურათს; 8.2. უკან დაბრუნებას ან შეცვლას ექვემდებარება მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც არ იქნება გამოყენებული და დაზიანებული; 8.3. მომხარებელი ვალდებულია შეამოწმოს პროდუქტი კურეირის მიერ გადაცემის დროს და აღნიშნულთან დაკავშირებით დაბრუნება/შეცვლის თაობაზე მოთხოვნა გააგზავნოს მითითებულ ელ-ფოსტაზე: info@sandogold.ge იმავე კალენდარულ დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელს არ ექნება უფლება მოითხოვოს შეძენილი პროდუქტის დაბრუნება ან სხვაში გადაცვლა;  8.4. პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა  უნდა მოხდეს აღნიშნულის შესახებ მეილის გაგზავნიდან  არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში; 8.5. გაყიდული პროდუქცია შესაძლოა გადაცვლილ იქნეს ანალოგიური ან უფრო მეტი ღირებულების პროდუქციაში, ფასთა შორის სხვაობა ანაზღაურებულ უნდა იქნეს მყიდველის მიერ.   9. www.sandogold.ge პასუხისმგებელია:

9.1. მომხმარებლის წინაშე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

9.2. წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

  10. შეთანხმების მოქმედების ვადა წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ მასზე ელექტრონული ფორმით თანხმობის გაცხადების მომენტიდან. წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ მხარეთა შორის შეთანხმება ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით.   11. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება შპს "სანდოგოლდი" -ს მიერ საიტზე www.sandogold.ge ცალმხრივად მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.   12. ერთიანი ხელშეკრულება

წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას,  შეთანხმებას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

  13. ნივთის შეძენა და მიღების წესი 13.1. კლიენტი www.sandogold.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით. 13.2. შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
  • თავად შემძენი (კლიენტი) პირადად;
  • კლიენტის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
13.3. შეკვეთილი ნივთის ჩაბარების ადგილად განისაზღვრება მისამართი რომელიც შეკვეთის დროს იქნა მითითებული, თუ კლიენტი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან info@sandogold.ge-ზე უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა sandogold.ge-მ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება. 13.4. წინამდებარე პუნქტში აღწერილი წესი მოქმედებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით (ბარათით) შეძენილი პროდუქტის მიმართ.

13.5. ნივთის ჩაბარება უნდა მოხდეს მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი პირადობის მოწმობის საფუძველზე.

  14. ტერმინთა განმარტება

14.1.  წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ                            შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს.

14.2.  გამოყენების წესები - აღნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ კლიენტისა და გამყიდველის ურთიერთობის გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;

14.3.  ვებ-გვერდი - www.sandogold.ge-ს ან ფეისბუქის გვერდს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;

14.4.  მომხარებელი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს www.sandogold.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს პროდუქცია;

14.5.  კომპანია -  “სანდო გოლდი”-ს და კომპანია შპს “სანდოგოლდი”-ს,  რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405391972, რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, სოფ. დიღომი, დავარის ქ.29, სართული 9, ბინა 45.

14.6.  მომხმარებელი, მომხმარებლები -  კლიენტი, რომელიც sandogold.ge-ზე, ფეისბუქ გვერდზე ან info@sandogold.ge-ზე რეგისტრაციის გზით ეთანხმება წინამდებარე წესებს ან/და აწარმოებს კომუნიკაციას კომპანიასთან;

14.7.  მხარეები - კომპანია და მისი მომხმარებლები ერთობლივად;

14.8.  sandogold.ge პლატფორმა - შპს “სანდო გოლდი”-ს,   მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც საკომუნიკაციოდ მოიცავს ფეისბუქის      გვერდსაც;

14.9. ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია

14.10.  ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და “სანდო გოლდი”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

15. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

15.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

15.2. მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;

15.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

შპს “სანდო გოლდი” - ის ადმინისტრაცია