
Space განვადება
„სანდო გოლდის“ ონლაინ მაღაზიაში ახლა უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ სფეისი QR განვადებით.
სფეისის QR განვადების პირობები:
- განვადების მიღება შეუძლია ნებისმიერს, ვინც არის 20-60 წლამდე და აქვს ყოველთვიური შემოსავალი
- განვადება გაიცემა 100-25 000 ლარამდე
- 3-48 თვემდე. 3 თვის განმავლობაში – ნამდვილი 0%
- მაღაზიიდან ირჩევ ნივთს, შემდეგ ირჩევ სფეის განვადებას, გადადიხარ QR კოდის ბმულზე, აპლიკაციიდან ასკანერებ კოდს და მიყვები ინსტრუქციას. თუ აპლიკაცია ჯერ არ გაქვს, მაშინ გადმოსაწერ ველში წერ შენი მობილურის ნომერს, სმს-ის სახით იღებ გადმოსაწერ ბმულს და play store-დან ან app store-დან იწერ სფეისის აპლიკაციას.
- განვადების განაცხადის შევსებას დრო არის 30 წამი რეგისტრირებული მომხმარებლისთვის. 5-10 წუთამდე არარეგისტრირებულ მომხმარებლისათვის.
- შემოსავლის დადასტურება შეგიძლია:
- ხელფასით, ბონუსით ან ნებისმიერი ანაზღაურებით
- ასევე იჯარის ჩარიცხვით
- ფულადი გზავნილებით აუცილებელია, რომ ბოლო 4 თვის მანძილზე 3 ჩარიცხვა მაინც გიფიქსირდებოდეს. ფულადი გზავნილების შემთხვევაში საჭიროა, ბოლო 6 თვის ჩარიცხვის დოკუმენტი, დამოწმებული ბეჭდით და ხელმოწერით.
- სამ თვიანი განვადება სფეისში ნამდვილად 0%-იანია, დანარჩენ თვეებზე ფიქსირებული ეფექტური 33%
- საბოლოო პირობებს აპლიკაცია გიწერს განაცხადის შევსებისას. საშუალება გაქვს აირჩიო: ყოველთვიური გადასახადი, თვეების რაოდენობა, გადახდის რიცხვი.
- ყოველთვიურ შესატანს აპლიკაციიდან დაფარავ, „გადახდა“ ღილაკზე დაჭერით, ნებისმიერი ბანკის ბარათით. TBC PAY, PAY BOX აპარატებიდან ჩარიცხვით პირადი ნომრის მითითებით. ან უბრალოდ გადმორიცხავ სფეის ანგარიშზე და ავტომატურად დაიფარება გადახდის დღეს.
- სესხზე განაცხადის დასრულების შემთხვევაში სამუშაო საათების განმავლობაში დაგიკავშირდებათ „სანდო გოლდის“ წარმომადგენელი დეტალების შესათანხმებლად.
კომენტარის დატოვება