სამკაულის შეკვეთის წესები და პირობები
კომპანიისს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი პროდუქცია რომელიც იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად და კოლექციებად. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეარჩიოს სამკაული, სასურველი სპეციფიკაციით კერძოდ, თავად აირჩიოს სასურველი ზომა, ოქროს სინჯი, ფერი ან ალმასის ხარისხი. არჩევანის დასრულების შემდეგ იგი შეძლებს დაამატოს სამკაული კალათაში და მიყვეს გადახდის ინსტურქციას. შეკვეთა მიღებულად ჩაითვლება თანხის გადახდის შემდეგ.
თუ კი მომხარებელმა ვერ შეარჩია ვებ-გვერდზე განთავსებული კატეგორიებიდან მისთვის სასურველი დიზაინის სამკაული, კომპანია “სანდო გოლდი” სთავაზობს მას ინდივიდუალური შეკვეთის ფორმატს, რაც მოიცავს ნებისმიერი ტიპის თუ ფანტაზიის მქონე სამკაულის შეკვეთას და შემდგომში მის სისრულეში მოყვანას. ამისათვის აუცილებელია მხოლოდ შეავსოთ შეკვეთის ფორმა, ან დაგვიკავშირდეთ. აღსანიშნავია რომ მთლიანი პროცესის განმავლობაში მომხარებელს მომსახურებას გაუწევს კომპანიის მაღალკვალიფიციური გუნდის წევრი, რომელიც ორიენტირებული იქნება მის კმაყოფილებაზე. “სანდო გოლდი” იღებს ვალდებულებას ვებ-გვერდიდან შეკვეთილი სამკაული დაამზადოს არა უმეტეს 7 სამუშაო დღეში, ხოლო ინდივიდუალური შეკვეთის შესრულების დრო განისაზღვრება უშუალოდ მომხარებელთან შეთანხმების საფუძველზე.